“თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან” – მარინა ეზუგბაია

თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ რომელიმე ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მრევლის თვითიზოლაციაში.

მარინა ეზუგბაიას ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების მხოლოდ ერთ სეგმენტზე საუბარი მართებულად არ მიაჩნია.

„იცით რაშია საქმე, ასე საუბარი არ შეიძლება. მარტო ამ სეგმენტზე ნუ ვსაუბრობთ. ჩემთვის უცხო არ არის, მე შემიძლია, გითხრათ, რომ მოსახლეობის ძალიან დაბალი პროცენტია, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას ეწევა და ეს არ ქმნის გაზაფხულს, როგორც ერთი მერცხალი არ მოიყვანს. ზოგადად უნდა ვისაუბროთ, თვითიზოლაციაში უნდა იყოს ყველა ადამიანი, ვისაც ეჭვი აქვს, რომ მას ჰქონდა კონტაქტი ვინმე ინფიცირებულთან. ეს ვრცელდება სრულიად საქართველოს მოსახლეობაზე და არა ნაწილობრივ რომელიღაც სეგმენტზე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები