კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები შესაძლოა ძაღლებმა ამოიცნონ

“სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა, შესაძლოა, ტესტირებების სიმცირით გამოწვეული კრიზის დროს, ეფექტიანი გამოსავალი გვაპოვნინონ” – ამის შესახებ sciencealert-ი წერს.

არაკომერციული ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ სამეციდინო ძაღლებს დღეში ყნოსვით 750 ადამიანის ტესტირება შეუძლიათ.

ძაღლებისთვის ვირუსული პანდემიის რეაგირების პოტენციალი, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ (LSHTM) და დურჰამის უნივერსიტეტმა შეისწავლა.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლამ მოხსენება მარტის ბოლოს გამოაქვეყნა. მოხსენებაში ექსპერიმენტული პროექტია აღწერილი.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დამტკიცდება შეუძლიათ თუ არა ძაღლებს სხვა დაავადებების მსგავსად, CoViD-19-ის ამოცნობა.

სპეციალისტები ექვს ძაღლს გაწვრთნიან, რაც ძირითადად ვირუსით ინფიცირებული პაციენტის ნიღბის დაყნოსვით ხდება.

დაყნოსვით მათ უნდა აღმოაჩინონ აქვს თუ არა კორონავირუსის სპეციფიკური სუნი და შეუძლია თუ არა ძაღლის განვითარებულ ყნოსვას მისი გაგება.

ექსპერიმენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისი დასრულების შემდეგ კი გვეცოდინება შეუძლიათ თუ არა მათ ვირუსის ამოცნობა.

მსგავსი თემები