„ერთადერთი რეკომენდაცია ვაქცინაა“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

პედიატრი თემურ მიქელაძე ვირუსის შეჩერების მთავარ საშუალებად ვაქცინის შექმნას მიიჩნევს. მედიკოსის მოსაზრებით, ვერანაირი მედიკამენტური მკურნალობა პრობლემას ბოლომდე ვერ მოაგვარებს თუ ვაქცინა არ შეიქმნა. როგორც მიქელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, არის ვარაუდი, რომ ვირუსმა სეზონთან ერთად კლება დაიწყოს, თუმცა ეს ყველაფერი მისივე განმარტებით ჰიპოთეზების დონეზე რჩება:

„ერთადერთი რეკომენდაცია ვაქცინაა, პრეპარატის კვლევის დაწყებიდან უნდა გავიდეს ერთი წელი მაინც, რომ მივიღოთ კონკრეტული პასუხი. ნებისმიერი ვირუსი ყოველთვის უნდა დამთავრდეს, ესეც  აუცილებლად დამთავრდება. ყველაზე კარგი ჯაჭვის წყვეტის საშუალება არის ვაქცინის შექმნა, რადგან ვერანაირი მედიკამენტური მკურნალობა ვირუსს ვერ მოსპობს, აუცილებელი ვაქცინის შექმნა. ამ ეტაპზე კი ერთადერთი დამაიმედებელი, რაც გვაქვს ვირუსის შესახებ ისაა, რომ ვირუსი შესწავლილია მედიკოსების მიერ და მის კვლევას დრო აღარ დასჭირდება. არის ვერსიაც, რომ სეზონთან ერთად ვირუსიც დაიწყებს კლებას, თუმცა  ეს არის ყველაფერი თეორემების დონეზე მტკიცებულებები მას არ აქვს,“ – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში”.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები