“ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პირი ე.წ. მარნეულის კლასტერს უკავშირდება” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული2 ძალიან მძიმე პაციენტიდან ერთთან სტაბილიზაცია შეინიშება, მეორესთან კი ეს ვერ ხდება.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი შემთხვევებიდან ერთი ინფექციურშია მოთავსებული, ის მარნეულის კლასტერიდან არის.

„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული პაციენტი. 252 იყო და ახლა არის 266. ქვეყნის მასშტაბით 67 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი, აქედან 45 ჩვენია. ჩვენი ცენტრის პაციენტების მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია, ჯერჯერობით კვლავ გვრჩება ძალიან მძიმე, პრობლემური 2 პაციენტი, ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, მეორესთან ეს ვერ ხდება, დანარჩენი მძიმე პნევმონიით მიმდინარე პაციენტების დაავადების პროგრესირება არ მიმდინარეობს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ, მათი გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება და არ გახდება არც ერთი კრიტიკული და მათთან დაიწყება გამოჯანმრთელება.

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ჩვენია, ეს არის მარნეულის კლასტერი. დანარჩენი ამ 14-დან ძირითადად როგორც ჩემთვის ცნობილია, რეგიონებია. თბილისში 2 თუ 3 შემთხვევაა, დანარჩენი არის რეგიონში. უმეტესი ქობულეთის კლასტერია, თუმცა იმერეთიც არის”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები