„ჩვენ უნდა ვიყოთ მწარმოებელი ქვეყანა, დღეს ჩვენ ვართ მომხმარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყანა“ – ბექა ნაცვლიშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს. ნაცვლიშვილმა „მედიაცნეტრ მთავარში“ იმ პუნქტებზე ილაპარაკა, რაც მისი აზრით ხელისუფლების მხრიდან შექმნილი ვითარების ფონზე გასათვალისწინებელია. ბექა ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანამ საკუთარი პროდუქციის წარმოება უნდა დაიწყოს.

„პირველი რეკომენდაცია რაც იყო ჩემი მომხდარიყო საკვების კონტროლი მარკეტებში, ეს არის აუცილებელი.შემოსავალი მცირდება საკვებზე უარს ვერავინ იტყვის და საკვებზე ფასები იზრდება. ასევე უნდა მოხდეს მოსახლეობის ფინანსური დახმარება. დღესვე უნდა დავიწყოთ ფიქრი სასურსათო უსაფრთხოებაზე, მოცემულობაა ასეთი, რომ გადაუდებელი აუცილებლობის წინაშე დადგნენ, რომ ეს ნაბიჯები გადადგან, უნდა დავიწყოთ საკუთარი სასურსათო პროდუქტის წარმოება და ამას აქვს ის ეფექტიც, რომ ლარს ამხელა შეზღუდვა არ ექნება. პირველი რაც უნდა განვითარდეს და დავიწყოთ წარმოება ეს არის მარცვლეული, მეორე მეცხოველეობა, მეფრინველეობა. ქათმის ხორცი უნდა გათავისუფლდეს „დღგ“ – სგან და მესამე არის ბოსტნეული და ხილი, უბრალოდ რადგან ეს პროდუქცია სეზონურია გვჭირდება სამაცივრე და სასაწყობო ინფრასტრუქტურა, რაც 400 მილიონ ლარამდე დაჯდება და ეს უნდა გააკეთოს სახელმწიფომ და არა კერძო პირმა და როცა კრიზისი დასრულდება უნდა ვიზრუნოთ ამაზე რომ ეს გადაეცეს მოსახლეობას.“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ შექმნილმა მდგომარეობამ გამოაჩინა ქვეყანაში არსებული მედპერსონალის რესურსი, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება.

„ჩვენმა ეკონომიკამ შეიძლება უფრო მარტივად გადაიტანოს კრიზისი, თუ წარმოებას დავიწყებთ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვართ დაბალ განვითარებულ საფეხურზე, ჩვენ ვართ მომხმარებელი ეკონომიკა და საკუთარს არაფერს ვქმნით. ახლა რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის სოფლის მეურნეობა. მედიცინის განვითარება, სამედიცინო სექტორის განვითარება მოგვცემს დიდ შემოსავალს სამედიცინო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. ამ ვირუსმა გვაჩვენა, რომ გვყავს პროფესიონალი ექიმები, რომლებსაც ხელშეწყობას სჭიდებათ“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“


„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები