ყველაზე ხანდაზმული, ვინც კორონავირუსი დაამარცხა 104 წლის ქალია

იტალიის ქალაქ ბიელას 104 წლის მაცხოვრებელი ადა ზანუსო მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვინც კორონავირუსი დაამარცხა.

ხანდაზმულთა სახლში მცხოვრებ ადა ზანუსოს მდგომარეობა მარტის შუა რიცხვებში გაუარესდა – იგი მაღალი სიცხეს, გულისრევას და გაძნელებულ სუნთქვას უჩიოდა. მე ვიცოდი, რომ ხანდაზმულთა სახლებში დაინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევები იყო გახშირებული და ვივარაუდე, რომ მას კორონავირუსი ჰქონდა” – ამბობს ჯამპიერო, მისი ოთხი შვილიდან ერთ-ერთი. ექიმებმა ადას ტესტირება ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ იგი დაინფიცირებული იყო. დროულმა ჩარევამ შედეგი გამოიღო და ადა ზანუსო გამოჯანმრთელდა. “ის განიკურნა და უკვე შეუძლია წამოდგეს და თავის ინვალიდის ეტლამდე მივიდეს. ძალიან ნათელი და განათლებული პიროვნებაა. მისი გამოჯანმრთელება დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის და აგრეთვე იმედი სხივია მათთვის,ვინც ახლა ვირუსს ებრძვის”, – აცხადებს ადას მკურნალი ექიმი. 

“დედა ძლიერი და ენერგიული ქალია ის განიკურნა. რწმენა და ჩვევა – მუდამ იყოს სუფთა ჰაერზე, ყოველთვის ეხმარება მას. ის უკვე კარგადაა. ექიმები მას ყველაზე უხუცესად თვლიან მათ შორის, ვინც კორონავირუსის დამარცხება შეძლო. ის უკვე საღამოობით ლოცვას კითხულობს” – ამბობს ჯამპიერო.

ადა ზანუსო ერთი წლით უფროსია ირანის ქალაქ სემნანში მცხოვრებ ქალზე, რომელმაც აგრეთვე დაამარცხა კორონავირუსი.  კორონავირუსის დამმარცხებელთა შორის არიან აგრეთვე 95 წლის შვეიცარიელი ქალი გერტრუდ ფატონი და 99 წლის დიდბრიტანელი რიტა რეინოლდი, რომლის მიერ კორონავირუსზე გამარჯვების საიდუმლოდაც ახლობლებმა შოკოლადი მიიჩნიეს

მსგავსი თემები