მთავარი პროკურორობისთვის 20 მსურველი იბრძვის

მთავარი პროკურორობის კანდიდატთა დასახელების ვადა დღეს იწურება. ბოლო მონაცემებით, პროკურორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 20 მსურველი ემზადება. თუმცა, აღნიშული 20 კანდიდატიდან 3 საუკეთესო იუსტიციის მინისტრმა უნდა შეარჩიოს, რომელსაც საპროკურორო საბჭოს წარუდგენს.

რაც შეეხება კანდიდატებს, მათი ჩამონათვალი შემდეგია:

„ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე“ პაატა შავაძე; იურისტი და უფლებადამცველი  ზურაბ ჯორბენაძე; ვეტერანთა მოძრაობის თავმჯდომარე გია ბერძენიძე; სამართალმცოდნე  ნანა რევაზიშვილი; თამარ კერესელიძე; ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე; იოსებ ბაჩიაშვილი; მარიამ ცაცანაშვილი; შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი; პროფესორი ჯემალ გახოკიძე; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე;  ედიშერ ფუტკარაძე; ნინო გოგნიაშვილი გიორგი შაშიაშვილი პროკურატურის სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი; ადვოკატი შალვა შავგულიძე; ადვოკატი ნონა ფილაური; ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე; ლენა კაპანაძე; კოტე ჭილაია და ლევან ძნელაძე.

„მთავარი“ დღეს წარდგენილ კანდიდატებს ესაუბრა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა მარიამ ცაცანაშვილმა არც იცოდა, რომ ის კანდიდატად წარადგინეს და არც ის იცოდა, ვინ წარადგინა. ისიც კი გვითხრა, რომ პროკურორობის არანაირი სურვილი გააჩნია.

რადგანაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვებულებაშია, მთავარ პროკურორზე მსჯელობა სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის რამდენიმე თვით გადადებას ითხოვენ.“მთავარის“ ინფორმაციით, დასახელებული კანდიდატებიდან მთავარი პროკურორის პოზიციაზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა უკვე შერჩეულია.

მთავარი პროკურორობის მსურველებს განაცხადის წარდგენა საპროკურორო დღეს იწურება. საბოლოოდ ის, 6 წლიანი ვადით საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

პროკურორობის კანდიდატები დღეს, 11:00 საათიდან „მედიაცენტრ მთავარი -ს“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ.

 

მსგავსი თემები