პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პოლიცია, სასწრაფო და ექსპერტები გამოჩდნენ. მიზეზი უცხო ნივთიერებაა, რომელიც სავარაუდოდ საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიტანა და დაასხა. ამის შემდეგ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი დადგა და პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, შესვენება გამოეცხადებინა. როგორც დეპუტატები აცხადებენ, სავარაუდოდ, უცხო ნივთიერება პარლამენტის სხდომათა დარბაზში ლელა ქებურიამ დაასხა. აღნიშნულის გამო, ერთი პარლამენტის წევრი და 3 ტექნიკური თანამშრომელი სხდომათა დარბაზში ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მას დახმარებას უტარებს. პარლამენტში ამ წუთებში კრიმინალისტური ექსპერტებიც გამოჩდნენ და შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
მსგავსი თემები
-
ქრისტე აღსდგა
ქრისტე აღსდგა – ჭეშმარიტად აღსდგა. აღდგომას საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. აღდგომა უდიდესი დღესასწაულია, რომელიც სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას... -
აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ღამეს, მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 5-6 მაისს კი ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ... -
აქციის მონაწილეები დღეს ქაშუეთის ეკლესიასთან შეიკრიბებიან
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია დღეს სხვანაირი ფორმატით ჩატარდება. ახალგაზრდები ქაშუეთის ეკლესიასთან, ღამის 23:00...