თბილისის ჩუღურეთის რაიონი მსოფლიოს მიმზიდველ რაიონებს შორის დასახელდა

  •  

ჟურნალმა “ფორბსმა”, ძველი თბილისის ერთ-ერთი ისტორიული ნაწილი, კერძოდ ჩუღურეთის რაიონი  მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველ რაიონებს შორის დაასახელა. გამოცემის რეიტინგში ის ბარსელონის, ამსტერდამის, აფრიკისა და კარტახენას საინტერესო უბნებს შორის დასახელდა.

​​როგორც გამოცემა წერს, ჩუღურეთის რაიონში ტრადიციულად ცხოვრობენ ძირძველი თბილისელები. გარდა ამისა, აქ თავს ხშირად იყრის კრეატიული და შემოქმედებითი საზოგადოება. რაიონი ქუჩა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რესტავრაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის გამზირს და ჩუღურეთის რაიონში მდებარე ძველი ფაბრიკაში გაიხსნა ჰოსტელი, კაფე – ბარი და მაღაზიები.

“საქართველო ტურისტებისთვის ყველაზე მოთხოვნად ადგილად იქცა. თბილისი კი მათთვის, ყოველთვის არის პირველი ან ბოლო გაჩერების ადგილი”, – წერს ჟურნალი.

მსგავსი თემები