გომბორის უღელტეხილზე დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ამ დროისთვის, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საავადმყოფოს მენეჯერის ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორს შედარებით მძიმე, ხოლო დანარჩენ ექვს პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

სუზუკის” მარკის ავტობუსში, რომელიც ცოტა ხნის წინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა, 27 მგზავრი, ბელორუსელი ტურისტები იმყოფებოდნენ. თვითმხილველების თქმით, ავტობუსი სიმაღლიდან გადავარდნისგან ჯებირებმა იხსნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ,ზუსტად ამ ადგილას მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა,რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. 

მსგავსი თემები