კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონების გამგებლები წარადგინა, მათ შორის 4 ახალი და 6 ძველი გამგებელია.

კახა კალაძემ დედაქალაქის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელებად შემდეგი პირები წარადგინა:

საბურთალოს რაიონი – გაიოზ ვასაძე;

მთაწმინდის რაიონი – დავით კირკიტაძე;

კრწანისის რაიონი – ბექა მიქაუტაძე;

ვაკის რაიონი – დავით კვინიკაძე;

გლდანის რაიონი – ლევან ნაროუშვილი;

სამგორის რაიონი – კახა სამხარაძე;

ჩუღურეთის რაიონი – დავით უთმელიძე;

დიდუბის რაიონი – ვლადიმერ ძნელაძე;

ისნის რაიონი – ნიკოლოზ ელისაშვილი;

ნაძალადევის რაიონი – ირაკლი ანდღულაძე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაგეგმილი ყველა კანონპროექტის განსახორციელებლად მნიშვნელოვანია გამგებლებმა წარმატებით იმუშაონ და თბილისის რაიონებში დაგეგმილი პროექტები მაქსიმალურად ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უზრუნველყონ.

“ხვალ, შესაბამისი წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ უკვე სრული მასშტაბით და კიდევ უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ განხორციელებული კანონპროექტების განხორციელებას. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლის განხორციელება დავიწყებთ შემდეგი წლიდან.

გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შედეგად თბილისის ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, მოწესრიგებული, კომფორტული და ლამაზი ქალაქი იქნება.

ჩვენი მთავარი დაპირება და წინასაარჩევნო სლოგანი იყო „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“, შესაბამისად გამგებლების როლი ამ ყველაფერში არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ყველა ის დაგეგმილი პროექტი, რომელიც გვაქვს რაიონულ დონეზე, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ყოველგვარი პრობლემების გარეშე იყოს განხორციელებული და ამით შევძლოთ მეტი სიცოცხლის შეტანა თითოეულ რაიონში და უბანში იმ პროექტების სახით, რომელიც უნდა განხორციელდეს,” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები