პროდუქტებზე ფასები გაიზარდა

  •  

ბურღულეული 30-40 თეთრით გაიზარდა, ზეთი 50 თეთრით, შაქარი 35 თეთრით, კარტოფილი 1 ლარით, სხვა ბოსტნეულსა თუ ჰიგიენურ საშუალებებს, ფასი ყველაფერს მოემატა.  

„ახალი კორონავირუსის“ საფრთხიდან გამომდინარე შექმნილი პანიკა სამომხმარებლო ფასებზეც აისახა. კერძოდ, პროდუქტებზე ასები 30-50 თეთრითაა მომატებული. „მედიაცენტრი მთავარის“ გამოკითხული რესპონდენტები ამბობენ, რომ ეს ვითარება იმ დაპანიკებულმა ადამიანებმა გამოიწვიეს, რომლებმაც პროდუქტები ძალიან დიდი რაოდენობით მოიმარაგეს.

ნეა დვალი: „დღეს ზუსტად ის პროდუქტები ვიყიდე, რასაც ჩვეულებრივ ვყიდულობ, ვხედავ, რომ ფასები მიფრინავს, თუ ადრე ანალოგიურ პროდუქტებში  დაახლოებით  70 ლარს ვხარჯავდი, დღეს 98 ლარი გადავიხადე. გაზრდილია ფასები ბურღულეულზე, შაქარზე, ზეთზე და თითქმის ყველა ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე“.

ლალი ზარქუა: „ფასები გაზრდილია. მაგალითად, კარტოფილზე 50-60 თეთრით გაიზარდა. კარტოფილს 1.20 ლარად ვყიდულობდი და დღეს 2.20 გადავიხადე. ასევე, დაახლოებით 30-40 თუ მეტით არის ფასები მომატებული თითქმის ყველაფერზე. ასე როგორ შეიძლება. ვფიქრობ, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და დაარეგულიროს ფასები. ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესს საშუალება არ უნდა მისცეს, ფასებით ითამაშოს“.

ანალოგიურად, ფასების ზრდაზე საუბრობენ „მედიაცენტრი მთავარის“ მიერ გამოკითხული სხვა რესპონდენტებიც.   

მსგავსი თემები

3 Thoughts to “პროდუქტებზე ფასები გაიზარდა”

  1. ნესტან

    კარტოფილს 1 – დაც კი ვყიდულობდით. მაგრამ ეს მალეფუჭებად პროდუქტებზე კიდევ მესმის, მაგრამ მარნეულის 1 კგ-იან ტომატ-პასტაში ადრე თუ 5.20 ღირდა, გუშინ 8.80 გადავიხადე.

  2. Appreciating the time and effort you put into your website and in depth information you provide. It’s nice to come across a blog every once in a while that isn’t the same old rehashed material. Wonderful read! I’ve saved your site and I’m including your RSS feeds to my Google account.

  3. You have mentioned very interesting details! ps nice website.