დღეს, ქალაქის საყოველთაო კურთხევის ცერემონია გაიმართება

„ახალი კორონავირუსის“ გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, მოსახლეობის დასამშვიდებლად, დღეს, თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

სასულიერო პირების სამების ტაძრიდან სხვადასხვა მიმართულებით, ავტოკოლონებით დაიძვრებიან, დედაქალაქს ნაკურთხ წყალს მიაპკურებენ და მრევლს დალოცავენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან 13:00 საათზე დაიწყება.  

როგორც საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, 12 საათზე წყლის კურთხევის ცერემონიაც გაიმართება.

„დღეს გაიმართება დედაქალაქის საყოველთაო კურთხევის ცერემონია. დაძვრამდე, 12:00 საათზე სამებაში შესრულდება წყლის კურთხევა, მოხდება მოსახლეობის დალოცვა, გამოყენებული იქნება სპეციალური ავტოკოლონები, რომლის საშუალებით მოძღვრები გადაადგილდებიან სხვადასხვა უბნებში და მოახდენენ როგორც წყლის მისხურებას, ისე დალოცავენ მოსახლეობას. ამით კიდევ ერთხელ შევიტანთ სიმშვიდეს ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაში“ – განუცხადა კოტე სვანაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები