ხვალიდან, საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანთან საზღვარს დროებით კეტავს

  •  

2020 წლის 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურებმა ერთობლივად, სატელეფონო საუბრისას მიიღეს.

„ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

მსგავსი თემები