“ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ, არ გვაქვს ფუფუნება, ვაქცინა გამოუყენებელი დაგვრჩეს” – თამარ გაბუნია

ვაქცინაციის შემდეგი ასაკობრივი ჯგუფი იქნება 55 წლის ზემოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვაქცინა, რომელზედაც მთელი მსოფლიო ძალისხმევით იბრძვის, გამოუყენებელი დაგვრჩეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, დაბალი აქტივობის შემთხვევაში, რეგისტრაცია შეეძლებათ 55 წელს ზემოთ პირებსაც.

„ამდენად, როგორც კი შევხედავთ, რომ აქტივობა არ არის საკმარისად მაღალი, რეგისტრაცია გაიხსნება 55 წელს ზემოთ პირებისთვის. მსოფლიო მონაცემები მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30 პროცენტი არის ის რაოდენობა, რომელსაც სურს, რომ ვაქცინაცია გაიკეთოს. ჩვენ ძალიან დაბალ მაჩვენებელზე ვართ, თუმცა პოტენციალი, რომ ვაქცინების ათვისება სწრაფად მოხდეს, ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა, 100 დოზა გამოყოფილი იყოს ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ცნობილი ადამიანებისათვის, ამას კარგად სჭირდება დაგეგმვა და საზოგადოების ჩართულობა“, – განაცხადა გაბუნიამ.

მსგავსი თემები