“კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება” – ამირან გამყრელიძე

„შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, რადგან კლება არის მხოლოდ ჩინეთში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩინეთს გარეთ, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. გამყრელიძის შეფასებით, ეპიდსიტუაცია უარესდება.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ნაწილი გლობალური სამყაროსი და ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება. ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას, რადგან ინფექციას მსოფლიო დაძლევს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ამ დრომდე ლაბორატორიული 25 შემთხვევა არის გამოვლენილი.

მსგავსი თემები