“გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების დახმარებას, რათა რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხეს გაუმკლავდნენ” – მარკ ესპერი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას რუსეთის მხრიდან კიბერჩარევის საფრთხესთან გასამკლავებლად.

ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა კიბერსივრცეში არა მხოლოდ თავდაცვით მოქმედებებს, არამედ შეტევით ქმედებებს უნდა მიმართოს.

„რუსეთმა ძალიან გააძლიერა თავისი კიბერშესაძლებლობები. ისინი ბევრ ქვეყანაზე ზეგავლენას ან მათ საქმეებში ჩარევას ცდილობენ. ჩვენ ეს პირადად ვიხილეთ და ეს არის საკითხი, რასაც სერიოზულად ვუდგებით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების დახმარებას, რათა ისინი გაუმკლავდნენ რუსეთის მხრიდან ჩარევის, მათ შორის კიბერჩარევის საფრთხეებს“, – განაცხადა მარკ ესპერმა.

მსგავსი თემები