“კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება.

“მსოფლიო ჯერ კიდევ არის იმ ფაზაში, როდესაც დაავადების გავრცელების შეკავება შესაძლებელია, თუმცა შესაძლებლობის ფანჯარა სულ უფრო ვიწროვდება”, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი ლიბანში, ირანსა და ისრაელში გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, თუ საერთაშორისო საზოგადოება სწრაფ მობილიზებას ვერ შეძლებს, დაავადება ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება გავრცელდეს.

ჩინეთში გავრცელებულ კორონავირუსს უკვე 2200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 75 ათასზე მეტი კი დაინფიცირდა. ამას გარდა, დაავადების 1150 და გარდაცვალების ათზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი მსოფლიოს 27 ქვეყანაში.

მსგავსი თემები