ზუგდიდიდან გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა ქალი თბილისში გადაიყვანეს

  •  

ზუგდიდიდან გრიპის ვირუსის გართულებით ახალგაზრდა ქალი თბილისში გადაიყვანეს. პაციენტი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შაბათს შეიყვანეს, კვირას კი თბილისში გადაიყვანეს.

“პაციენტს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გრიპის გართულება. უნდა ითქვას, რომ დაგვიანებით იყო შემოყვანილი. ანალიზები აღებულია და ხუთშაბათს გახდება ცნობილი, რასთან გვაქვს საქმე,” – თქვა ოდიშარიამ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ დროისთვის გრიპის სიმპტომებით 57 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 14 ბავშვია, ერთი მამაკაცი კი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა.

მსგავსი თემები