აფხაზეთში ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა სამინისტრომ ყველა ფინანსური ოპერაცია შეაჩერა. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ფინანსთა მინისტრმა ჯანსუღ ნანბამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მინისტრთა კაბინეტი“ მუშაობს, თუმცა არასრული შემადგენლობით, ამიტომ „გარკვეულ ფინანსურ ოპერაციებზე შეზღუდვა დაწესდა“.

“მინისტრის” შეფასებით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ე.წ. მთავრობა „ხელფასებისა“ და „პენსიების“ გაცემას ვერ შეძლებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  პროტესტი გუშინ დაიწყო, რომელიც ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრითა და დარბევით დასრულდა. აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები