მსოფლიოში განვითრებული მოვლენის გამო, რომელიც ირანში არსებულ მწვავე სიტუაციას უკავშირდება, მსოფლიოს საერთაშორისო ავიაკომპანიები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას იწყებენ. ისინი უარს ამბობენ ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.
Flightradar24-ის საჰაერო მიმოსვლის რუკაზე ნათლად ჩანს, რომ ევროპის და მათ შორის საქართველოს საჰაერო სივრცე დატვირთულია.
უმსხვილესი საჰაერო კომპანიები, როგორებიცაა: Lufthansa, Air France, Singapore Airlines და Qantas Airways უარს აცხადებენ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.
ასევე, უკრაინის თვითმფრინავის ავიკატასტროფის შემდეგ, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა უკრაინულ ავიაკომპანიებს ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალათ.