სასამართლო, მარიანა ჩილოიანისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე კლინიკაში იმსჯელებს

  •  

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კლინიკაში  იმსჯელებენ.

ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ცხადდება სასამართლოში და აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა გაგრძელდეს კლინიკაში. ბრალდების მხარე ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს.

მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

მსგავსი თემები