“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება” – კახა კალაძე

  •  

“სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„წარწერები წაიშლება და არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება. ეს არის ძალიან სახიფათო, ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, არავინ ხელს არ შეუშლის მათ, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისათვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეები სხვადასხვა ადგილას წერენ ფრაზებს – “ამ ცხოვრების დედაც”, “ამ სისტემის დედაც”. ისინი მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობას აპროტესტებენ.

მსგავსი თემები