საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი გახდა.
რატი იონათამიშვილი ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს ცვლის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა.
გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის ფორმატში მიიღეს, სადაც კენჭისყრა ჩატარდა.