მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარის მოწყობა დასრულდა

შრალი და ზაარბრიუკენის ხიდებზე ასფალტის საფარისა და ტროტუარზე ქვაფენილის მოწყობა დასრულებულია

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 9 მარტისა და დედაენის ბაღების მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტი   დენდროლოგიური სამუშაოების ჩათვლით, გაზაფხულზე დასრულდება.  

„პროექტის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში სამუშაოები დასრულებულია. რამდენიმე დღის წინ ასფალტის ბოლო ფენები დააგეს. მოასფალტების შემდეგ კი უკვე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ამ პროექტის მეორე ფაზა არის დენდროლოგიური სამუშაოების განხორციელება. 9 მარტისა და დედაენის ბაღების დენდროლოგიურ პროექტებს ჩვენ უკვე 8 იანვრიდან გავაგრძელებთ, როცა განახლდება სამუშაოები. დასრულებულია ხიდების რეაბილიტაციაც. მიმდინარეობს ხიდების გარე მოპირკეთების სამუშაოები. მოძრაობა აღდგენილია ხიდებზეც. მიმდინარეობს, ასევე,  ტროტუარების მოპირკეთებაც. ბაზალტსა და ტრავერტინში ხდება მისი მოწყობა. გარდა ამისა, დასრულებულია 9 მარტისა და დედაენის ბაღების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა. დენდროლოგიურ პროექტი გაზაფხულზე უკვე დასრულებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტის ღირებულება დაახლოებით, 7.5 მლნ ლარია. 

მსგავსი თემები