დღეს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება

დღეს, 12″00 საათზე, სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გაიმართება.

მორიგ შეხვედრაზეც განხილვის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. ამ ეტაპზე, უცნობია, კონკრეტულად ვინ დაესწრება დღევანდელ შეხვედრას.

პირველი ორი შეხვედრა 30 ნოემბერსა და 8 დეკემბერს შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დიპლომატიურ კორპუსს გაუწიეს ანგარიში და მათ მიერ შეთავაზებულ შეხვედრას დათანხმდნენ.

მსგავსი თემები