“ჩვენი შეთავაზება ემსახურება იმას, რომ დესტრუქციულმა  ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში არ მოაქციონ“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის შეთავაზებაზე განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ დესტრუქციულ ოპოზიციას ქვეყნის არასტაბილურობაში გადაყვანის შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს.

„ეს შეთავაზება არის იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის, ვინაიდან,  ასეთ დროს, არის ცდუნება იმის, რომ დესტრუქციულმა ოპოზიციურმა ძალებმა  ქვეყანა არასტაბილურობის რეჟიმში მოაქციონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, 2020 წელს, არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, 2024 წლიდან  ქვეყანა გადავა პროპორციულ სისტემაზე და ყოველი შემდეგი არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით გაიმართება და ეს დადგენილია მოქმედი კონსტიტუციით. 

„იმისათვის, რომ ცდუნება არ დარჩეს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციაზე ფიქრის, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწეროს, რომ თუ ტარდება რამე ტიპის არჩევნები 2020-დან 2024 წლამდე, ეს არჩევნები ტარდება იგივე სისტემით, რაც იქნება 2020 წლისთვის, ოღონდ ერთი დათქმით, რომ ამ შემთხვევაში არჩეული პარლამენტი, აირჩევა 2024 წლის ბოლომდე ვადით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.​

მსგავსი თემები