“ქალბატონო ლომჯარია, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?“ – სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენს მიმართავს  

  •  

“ნინო ლომჯარია მსოფლიო უფლებადაცვით ისტორიაში შევა პირველ სამარცხვინო მაგალითად. როდესაც სახალხო დამცველი დემონსტრანტების დაკავებას ითხოვს, ეს არის ომბუდსმენის ინსტიტუტის სირცხვილი“ – აცხადებს „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე და 20 ივნისის ღამესა და 8 ნოემბერს შორის პარალელებს ავლებს და სახალხო დამცველს მიმართავს.

„1. 20 ივნისის აქციის მონაწილეებმა სცადეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს – პარლამენტის დაკავება და იყო რამდენიმე შეჭრის მცდელობა, რაც ცალსახად შეიცავს სახელმწიფო გადატრიალების ნიშნებს. 8 ნოემბერს დემონსტრანტები იდგნენ არა პარლამენტთან ან პრეზიდენტის რეზიდენციასთან, არამედ კინოთეატრის წინ და ისინი კინოთეატრში ვერანაირად ვერ მოახდენდნენ სახელმწიფო გადატრიალებას;

2.  20 ივნისს, ძალადობრივმა ჯგუფებმა გაიტაცეს, გალახეს, ჩაფხუტები მოხადეს, ფარები და ხელკეტები წაართვეს, განაიარაღეს 50-მდე პოლიციელი. 8 ნოემბრის აქციაზე არცერთ პოლიციელს არავინ შეხებია, ხოლო მოტაცებაზე და განიარაღებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია;

3. 20 ივნისს გაილახა, დაშავდა და სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა, რომლებიც საავადმყოფოებში მოხვდნენ და მძიმე ტრამვების გამო დღესაც მკურნალობენ;  8 ნოემბრის აქციაზე არც ერთი პოლიციელი  დაშავებულა;

4. 20 ივნისის აქციაზე დაშავდა, თვალი დაკარგა, დასახიჩრდა უამრავი დემონსტრანტი; 8 ნოემბრის აქციაზე მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი (ანი სუბელიანი), რაც სამწუხაროა, თუმცა 100-200 დაშავებულსა და 1 დაშავებულს შორის უდიდესი სხვაობაა . ყოველივეს შემდეგ ვეკითხები სახალხო დამცველს – შენთვის 20 ივნისის დემონსტრანტები,  სადაც უამრავი პოლიციელი დაშავდა, დასახიჩრდა, გატაცებული იქნა მშვიდობიანი დემონსტრანტები,  მათ სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვ, მათ უფლებებს იცავ, ხოლო 8 ნოემბრის აქციის მონაწილეები (სადაც არცერთი პოლიციელი არ დაშავებულა) ძალადობრივი დემონსტრაციის მონაწილეებია და მათ დაკავებას ითხოვ? ქალბატონო ლომჯარია, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები

One Thought to ““ქალბატონო ლომჯარია, თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ?“ – სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენს მიმართავს  ”

  1. the most popular brands of today like rolex replica swiss in our store.