მოსამართლეობის კანდიდატის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად ჩამოართვეს

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს დილიდან უსმენენ. ერთ-ერთი დეპუტატის კითხვას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, გეწაძემ უპასუხა, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო.       

„სამართლებრივად გამართული და კანონიერი იყო თუ არა თქვენი  გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით? გთხოვთ, მიპასუხოთ „კი“ ან „არა“ –  ამ კითხვით დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს მიმართა.

„ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი იყო. ეს ისეთი საკითხია, მხოლოდ „კი“ და „არა“, არასაკმარისი იქნება. სამართლებრივად სწორი რომ იყო, ამაზე „კი“, რა თქმა უნდა, მაგრამ რატომ იყო სამართლებრივად სწორი, თქვენ არ გსურთ ამაზე პასუხი? ეს იყო მაშინდელი კანონმდებლობით კანონიერი გადაწყვეტილება. მოქალაქეობა არ არის უფლება, რომ ჩვენ სამართლიანობაზე ვისაუბროთ, ამიტომაც სამართლიანი და კანონიერი ამ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, – უპასუხა მოსამართლეობის კანდიდატმა დეპუტატს.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შოთა გეწაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კითხვებს უსვამენ. სწორედ შოთა გეწაძე იყო ის მოსამართე, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა.

მსგავსი თემები