“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას გადაადგილებას ისევ ელექტროსამაჯურით გააკონტროლებენ. დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, საქმეს არანაირი სამართლებრივი მიზანი არ გააჩნია და გამოყენებულია როგორც პოლიტიკური იარაღი. მელიას უფლებადამცველი აცხადებს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება პირადი წყენის საფუძველზე მიიღო.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერსაა ჩანიშნული.