ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს, რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
იანვარ-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 7.7%, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წლის აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 878 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგინა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.