„ამ პერსპექტივით, არც დემოგრაფიას უწერია გაუმჯობესება და არც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ – დეპუტატი NDI-ს კვლევებზე

  •  

„ის მონაცემები, რაც გამოწვევებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, აბსოლუტურ რეალობას ასახავს. ჩანს, რომ ეკონომიკა, ინფლაცია, უმუშევრობა მოსახლეობის მთავარი გამოწვევაა. ეს პრობლემები რომ  ძალიან გაიზარდა, იმის მანიშნებელია, რომ მთავრობა ვერ მუშაობს, ვერ ხდება და არც ისიც, ქვეყანაში რა მდგომარეობაა. ბოლო  თვეებში, მსგავსი დეგრადაცია და ვარდნა  არც ერთ მთავრობას ჰქონია“ – ასე აფასებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევებს „მედიაცენტრ მთავართან“.

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, საინტერესოა კვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც, დიდი ალბათობით, ეკონომიკური მდგომარეობის ანალოგიური იქნება.

„ის ცვლილება, რომელიც განახორციელეს გახარიას დანიშვნით, ვნახოთ რა რეაქციას გამოწვევა შემდეგ კვლევებში. პოლიტიკური ნაწილი რომ გამოქვეყნდება ეს კიდევ ცალკე თემაა. კვლევით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა, ამას შეიძლება უფრო მეტიც ფიქრობს და ერიდება დაფიქსირებას. 63% ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ვითარება ცუდია, ეს იმისი მანიშნებელია, რომ კატასტროფულად ცუდი მდგომარეობა გვაქვს და ამიტომ არის ქვეყნიდან გადინება მაღალი.  დემოგრაფიული თვალსაზრისითაც საკმაოდ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ პერსპექტივით, ჩვენ ქვეყანაში არც დემოგრაფიას უწერია გაუმჯობესება და არც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს“ – განუცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მისივე შეფასებით, რთული ვითარება საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ გამოკითხვაშიც აისახა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ამბობს, რომ საპენსიო დანაზოგი მათთვის გამოყენებადი ვერ იქნება. „ეს კი იმისი მანიშნებელია, რომ ყველა ინიციატივას, რომელიც განახორციელეს, მოსახლეობა სიკეთედ ვერ აღიქვამს“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები