“გუგუტიანთკარსა და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა” – ზალკალიანი

  •  

“გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესი, თუნდაც ის მოვლენები, რაც განვითარდა ჩორჩანასთან მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები არ შენელებულა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა პარტნიორებთან ერთად, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა არსებული ფორმატი. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ მხრივ გადამწყვეტი და ერთ-ერთი მთავარი არის ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი.

„ეს გახლავთ ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი დღეს არსებულ ფორმატებს შორის, სადაც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ ვსაუბრობთ ყველა ძირითადი მოთამაშის, აქტორის თანდასწრებით. ეს გახლავთ ევროკავშირი, ეუთო და ამერიკის შეერთებული შტატები“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ძირითადი ფუნდამენტი, რომელზეც არის დაშენებული ჟენევის მოლაპარაკებები ეს არის ძალის არგამოყენების ვალდებულება, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან ერთად, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება.

„2008 წლიდან მოყოლებული, სამი მიმართულებით, ინტენსიურად ვმუშაობთ. იცით, რომ ურთულესი პროცესია, შესაძლოა, არ იყოს დიდი გარღვევები, მაგრამ ეს არის ერთადერთი დღეს არსებული საერთაშორისო ფორმატი. ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაკმაყოფილებს ის შედეგები, რაც გვაქვს და ეს ბევრი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, მაგრამ ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““გუგუტიანთკარსა და ჩორჩანასთან განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯები არ შენელებულა” – ზალკალიანი”

  1. xda [url=https://onlinecasinoww.com/#]online casino real money[/url]