იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის გაფართოებაზე თურქეთის პოზიციები გასათვალისწინებელია

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, თურქეთის კრიტიკა და შეშფოთება ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, როდესაც თურქეთი, ალიანსის ძლიერი მოკავშირე შეწუხებულია აღნიშული საკითხით, მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა უნდა მოხდეს.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. მივესალმები, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოკავშირის ინტერესები და შეშფოთებები. დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფ გადაწყვეტილებამდე მივალთ, რომ მივესალმოთ შვედეთსა და ფინეთს ნატო-ს ოჯახში. როდესაც ისინი გაწევრიანდებიან, ევროკავშირის მოსახლეობის 96% ნატო-ს ქვეყანებში იცხოვრებს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, ნატო-ს სამივე ქვეყანასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

„განვიხილავთ თურქეთის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რადგან როდესაც თურქეთისნაირი მნიშვნელოვანი მოკავშირე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს, რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა ამის მოსაგვარებლად არის დასხდომა და საერთო პოზიციამდე მისვლა“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

ჯო ბაიდენი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ხვდება

მსგავსი თემები