” ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან”- ირმა ინაშვილი

საქართველოს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით,  მთავრობის მიერ წარდგენილი სისტემური ცვლილებები მოკლებულია მეცნიერულ ანალიზს.

მისი თქმით, საზოგადოება ვერ იღებს განმარტებას, რატომ მიდის თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, რომელზეც ამბობენ, რომ წარმატებული პრემიერია.

„ბოლო შვიდი წლის განმავლობაში საქართველოში რამდენჯერმე შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა. ყოველი ამ ცვლილების დროს ვერ ვისმენთ განმარტებას პრემიერ-მინისტრისგან, რატომ მიდის დაკავებული პოსტიდან, რა არგუმენტაცია აქვს, არადა, გვესმის შეფასებები, რომ ის იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი, მაგრამ რატომ მიდის პოსტიდან, მისი მხრიდან განმარტებები არ გვესმის, რაც მიმაჩნია საზოგადოების უპატივცემულობად. ყოველთვის უნდა იყოს განმარტებული, რატომ მიდიხარ პოსტიდან. სამწუხაროდ, ცვლილებები, რასაც წარმოადგენს მთავრობა, სისტემური ცვლილებები, მოკლებულია ხოლმე მეცნიერულ ანალიზს. რჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად არის ხოლმე წარმოდგენილი შემდგომ პარლამენტში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მსგავსი თემები