ვროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ჩაშლილი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრის ჩაშლის შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც “მედიაცენტრი მთავარი” უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონმა ერიკ ჰოგმა უზრუნველყო IPRM-ის ბოლო, 2019 წლის 18 ივლისის შეხვედრის შემდეგ განვითარებული მოვლენების მიმოხილვა. მან აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მოვლენების ბოლოდროინდელმა განვითარებამ, კერძოდ კი გუგუტიანთკარისა და წნელისის მიმდებარედ შემაშფოთებელმა მოვლენებმა, ნეგატიურად იმოქმედა საერთო უსაფრთხოების ვითარებაზე.

შეხვედრაზე შუამავლებმა ხაზი გაუსვეს დაძაბულობის მოხსნის მიზნით დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას და შეახსენეს მონაწილეებს, რომ ისინი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევებზე უნდა ფოკუსირდნენ.

EUMM-ის ცხელი ხაზის ეფექტურობის გათვალისწინებით, ხაზი გაესვა ინფორმაციის გაცვლის მიზნით ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხის გამოყენების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი დაძაბულობის მოხსნის მიზნით კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ადრეული გაფრთხილების აუცილებლობას.

შეხვედრა მონაწილეებს შორის წნელისის საკითხზე აზრთა ინტენსიური გაცვლა-გამოცვლით გამოირჩეოდა. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხის განხილვა, რადგან შეხვედრა ჩაიშალა.

შემდეგი შეხვედრა 2019 წლის 2 ოქტომბერს ჩაინიშნა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები