გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ. ელჩებს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცნობენ ვითარებას, თუ როგორ მიმდინარეობს უკანონო ბორდერიზაციის პროცესი და როგორ შეეწირა ახალ მავთულხლართებს რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინტენსიურ რეჟიმში მიეწოდება ინფორმაცია დიპლომატიურ კორპუსს.
საოკუპაციო ზოლთან საელჩოს 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორის, ლაშა დარსალიას განცხადებით, გუგუტიანთკარში ჩავიდა 8 ელჩი.
არსებული ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების წასვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადგილობრივებს შეხვდებიან.