ეროსი კიწმარიშვილის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
ია კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან მისი თქმით, ის ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი
„მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, მოვითხოვო მისი კუთვნილი 30%-ის დაბრუნება. ეს დავა დაწყებულია 2009 წელს. ჯერ კიდევ სააკაშვილის სასამართლოში ეროსი კიწმარიშვილი ედავებოდა ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წელს ქიბარ ხალვაშს არ აქვს გადახდილი ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსგავსი სარჩელით მიმართ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს, რომ მისი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს მას წილი და ხალვაშს დაუბრუნდა 100%. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან. დღეს ქიბარ ხალვაში გეგმას, გაასხვისოს „რუსთავი 2“ და მე მინდა მოვუწოდო, პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკაონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.