“ეკონომიკის ანალიზი გვაჩვენებს, რომ ყველა წამყვანი ფაქტორი პოზიტიურია, ექსპორტი არის საკმაოდ მაღალ დონეზე, ძალიან კარგი დინამიკაა სავაჭრო დეფიციტის შემცირების თვალსაზრისითაც, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არის ოპტიმიზმი ლარის კურსთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით აღნიშნა.
ბახტაძის განმარტებით, კომერციული ბანკების ანალიზის შედეგად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ეროვნული ბანკის ანალიზითაც დასტურდება, რომ საქმე გვქონდა ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან.
„ჩვენ გვაქვს ყველა მოლოდინი, ვისაუბროთ, რომ ლართან მიმართებაში ვითარება აუცილებლად დასტაბილურდება და ეს ნეგატიური ფონი აუცილებლად მოიხსნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.