ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მედიაზე კონტროლის დაწესებას სთხოვს

  •  

ბიზნესმენი, ლევან ვასაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობას, მედიარეგულირების ინიციატივით მიმართავს – დაწესდეს სახელმწიფო ცენზურა და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული ჟურნალისტები და მედიასაშუალებები უმკაცრესად დაისაჯონ.

ვასაძე აცხადებს, რომ ყველა ის ჟურნალისტი უნდა დაისაჯოს, ვის საქმიანობასაც ის შეურაცხმყოფელად ჩათვლის.

„მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს მთავრობასა და ხელისუფლებას. სასწრაფოდ უნდა შეიქმნას რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის, უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებსა და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ბატონო ბიძინა, ძვირფასო მთავრობავ, ვერანაირ ეკონომიკასა და სტაბილურობას თქვენ ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით.

ხომ ხედავთ?! აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს.

ბევრი არ დასჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე – ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა, ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც არის დასახლებული უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება,“ – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი თემები