გორში, გარემოვაჭრეებმა აკრძალვის მიუხედავად დახლები გაშალეს

ხმაურია გორში – გარევაჭრობის აკრძალვის მიუხედავად, მოვაჭრეებმა რამდენიმე დახლი ისევ გაშალეს. მოვაჭრეების განცხადებით, ისინი  აკრძალვას არ დაემორჩილებიან.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებიც.

ცნობისთვის, გორის  მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიული ფართი შესთავაზა, რასაც გარემოვაჭრეები არ დათანხმდნენ.

მსგავსი თემები