,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს საზენიტო და საჰაერო თავდაცვის სისტემას, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინისთვის უფრო თანამედროვე და მძლავრი სისტემები მივიღოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ,,რუსეთი დონბასში ქალაქს ქალაქზე ანადგურებს, როგორც მარიუპოლში, ვოლნოვახაში და ბახმუტში“.

„ჩვენ ვამზადებთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს უკრაინას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები