კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს დექსამეტაზონით უმკურნალონ​ – ჯანმო ინდოეთს რეკომენდაციებს აძლევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ბრაზილიასა და ინდეოთში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ საუბრობს.

ჯანმოს ხელმძღვანელი ინდოეთის მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. 

“ინდოეთსა და ბრაზილიაში საკმაოდ მყიფე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთს ჟანგბადის მარაგი მიაწოდა და ჰუმანიტარული დახმარებაც გაუწია. ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ იმ ადამიანებს, რომლებიც კლინიკაში მკურნალობას ვერ ახერხებენ და სახლის პირობებში ცდილობენ ვირუსის დამარცხებას. ჩვენი ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს დექსამეტაზონით უმკურნალონ.

აუცილებელია მოქალაქეები ხალხის დიდ მასებს მოერიდონ, ატარონ პირბადე და გაითვალისწინონ ყველა გაცემული რეკომენდაცია. რაც ინდოეთსა და ბრაზილიაში ხდება, შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდეს თუ ჩვენს მიერ აღნიშნულ წესებს არ დავიცავთ,” – აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი. 

მსგავსი თემები