,,კანდიდატის სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს”- შალვა პაპუაშვილი

,,კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპარლამენტში ვიზიტს გამოეხმაურა.

,,ისინი (ოპოზიცია) მიდიან და ყველას ეუბნებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ცუდი. ჩვენთან არის დიქტატურა, არაფერი არ ვარგა, მაგრამ ქართველი ხალხი არის კარგი და ამიტომ მოგვეცით სტატუსიო. ეს არის ან აბსოლუტური მიამიტობა ან მავნებლობა. საკუთარი ქვეყნის ასეთი რეკლამირება არ გამიგია, ვინმეს უთხრა, ხელისუფლება, სახელმწიფო სისტემა, არაფერი არ ვარგა და ხალხო, რომელიც სადღაც ცხოვრობს, ხალხს მიეცითო. კანდიდატის სტატუსი როცა მიეცემა საქართველოს, სტატუსი მიეცემა საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ასე იქნება და არა სხვანაირად,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები