ტექდათვალიერების არქონისთვის მძღოლები ყოველ 72 საათში დაჯარიმდებიან

დახარვეზებული ავტომანქანების მფლობელებს, ტრანსპორტის მოწესრიგებას, ყოველ თვე ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ. შესაბამისად, ქალაქში 82 000-მდე ისეთი ავტომანქანა გადაადგილდება, რომლებმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.

როგორც ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხდა, კანონში ცვლილებები წის ბოლომდე უნდა შევიდეს, რომელითაც მძღოლები, ტექდათვალიერების არქონისთვის, 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში დაჯარიმდებიან.

„ტექინსპექტირებაგაუვლელ მანქანებს ძირითადად ვიდეოკამერები აკონტროლებენ. პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 773 00 მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს და აქედან 11%, დაახლოებით 82 000 ავტომანქანა დახარვეზდა. ამის მიუხედავად, ეს ავტომანქანები დღეს გადაადგილდებიან ქუჩებში. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთ ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე წესრიგში მოიყვანოს საკუთარი ავტომანქანა,“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

მისივე განცხადებით, თუ ცვლილებები ძალაში არ შევიდა, რეფორმა ჩავარდება.

„დღეს 30 დღიანი ვადა არსებობს, ანუ, ის მძღოლები, რომელთა ავტომანქანამაც ტექინსპექტირება ვერ გაიარა, თვეში ერთხელ ჯარიმდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ურჩევნიათ, თვეში 40 ლარის გადახდა. ამ ხარვეზების გაანალიზება უნდა მოხდეს რომ რეფორმები წარმატებულად ჩაითვალოს. თუ ეს ცვლილება არ შევიდა ძალაში, რეფორმა ჩავარდება. კანონში შესატან ცვლილებებს კი პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება რომ დროულად შევიდეს ძალაში და შემდეგი წლიდან ამოქმედდეს“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.  

ასევე, არსებობს ინიციატვა, რომ ერთიდაიგივე სახის ჯარიმაზე, როგორიც მაგალითად ტექდათვალიერების არქონაა, ჯარიმები იყოს ზრდადი.    

მსგავსი თემები