“მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში რა ხდება” – გიორგი გახარია

“არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს კრიმინალთან დაკავშირებით დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას განუცხადა.

„არის გარკვეული დანაშაული, სადაც ზრდა გვაქვს. საერთოდ კრიმინალის სტატისტიკას რაც შეეხება, იქ ბევრი ისეთი დანაშაული, რომელიც 3-4 წლის წინ, როგორც დანაშაული, საერთოდ კვალიფიცირებული არ იყო. საერთო ციფრების ზრდა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაიზარდა. მარტივ რჩევას მოგცემთ, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა აიღეთ, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და ნახეთ, რა ხდება. შეადარეთ, ზუსტად ნახავთ: მკვლელობაზე, განზრახ მკვლელობაზე, ჯგუფურ ყაჩაღობაზე და ასე შემდეგ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დანაშაულის სტატისტიკა სხვაა და დანაშაულის გახსნის – სხვა.

მსგავსი თემები