რამ გამოიწვია ძლიერი ხმა და ბიძგი, რომელიც თბილისში იგრძნეს

დაახლოებით ერთი საათის წინ, თბილისში, რუსთავში და ახლოს მდებარე დასახლებებში მოსახლეობამ ძლიერი აფეთქების მსგავსი ხმა გაიგო, იგრძნობოდა ბიძგბიც.

“ფეისბუქმომხმარებლები” თბილისის სხვადასხვა უბნიდან წერენ, რომ ბიძგი საკმაოდ ძლიერი იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ მიწისძვრა არ მომხდარა. რაიმე აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ არც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

აფეთქების ხმა, სავარაუდოდ, ვაზიანის პოლოგონზე მიმდინარე სწავლებების გამო გაისმა – თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ პოლიგონზე, ამჟამად, გეგმიური წვრთნები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები