ძლიერი წვიმისა და ქვათაცვენის გამო, ბარისახო-შატილის გზის ნაწილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ძლიერი წვიმისა და ქვათაცვენის გამო, ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის ნაწილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

,,ძლიერი წვიმის და მოსალოდნელი ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 79-ე კმ-ზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები