ქვეყნის მასშტაბით ყველა სასაფლაოს პატრული აკონტროლებს

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა სასაფლაოს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

რეგიონებსა და თბილისის 56-ვე მუნიციპალური სასაფლაოს დაკეტვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 17 აპრილს გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი 10 მაისამდეა გამოცხადებული.

21 აპრილამდე აკრძალულია საქართველოს ყველა რეგიონში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.

საკარანტინო რეჟიმის დამრღვევი ფიზიკური პირი 3000 ლარით, ხოლო, იურიდიული პირი 15000 ლარით დაჯარიმდება.

მსგავსი თემები