,,ძალიან მაგარი მეგობარი გყავდათ, რომელიც თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო”- ქართველი სტუდენტი ზაზა მესხზე

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპია. სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ, ზაზა მესხს და მის სამ შვილს. მისი მეუღლე უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ალი­ნა პო­ლი­კოვ­სკა მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

სოციალურ ქსელში მოქალაქე ლიზა ოთიურიძე ზაზა მესხის შესახებ პოსტს აქვეყნებს და მასთან შეხვედრას იხსენებს.

„როდესაც სტუდენტი გოგო, მრავალი კილომეტრით შორს, სხვა ქვეყანაში, უკრაინის ოკუპაციას აპროტესტებ და უცბად ხედავ ზღვა ხალხში საქართველოს დროშას აღმართულს, სიამაყით და ბედნიერებით ივსები. შემდეგ მისი მიმართულებით სვლას იწყებ, თან სიხარულისგან გულისცემა გემატება. აღმოაჩენ ადამიანს, რომელთან გასაუბრებაც გარწმუნებს შენი მცირე, მაგრამ მტკიცე ერის პატრიოტიზმში.

ძალიან იშვიათად თუ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება ვინმეს ასეთ მცირე დროში. ოჯახით და შვილებით მრავალი წელია ნიდერლანდებში ვცხოვრობო. გვარიც მითხრა და ზღვა ხალხში ვეღარ მოვახერხეთ კოორდინატების გაცვლა. შოვის ტრაგედიისას აღმოვაჩინე დაკარგულების ფოტოებში. ზაზა მესხი ჰოლანდიიდან, შვილებთან ერთად. მინდა იცოდეთ მისმა მეგობრებმა, რაც ალბათ ისედაც იცით, თქვენ ძალიან მაგარი მეგობარი გყავდათ, რომელიც თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო“, – წერს მოქალაქე.

 

მსგავსი თემები